გია ხარჩილავა – „დღეს გამწერეს კლინიკიდან…“

გია ხარჩილავა - „დღეს გამწერეს კლინიკიდან...“წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„მცირე (როგორც ჩანს, საჭირო) განმარტება საჯაროობისგან თავშეკავების მერე: მაისის თვიდან დამიმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც დამთავრდა მძიმე ოპერაციით. დღეს გამწერეს კლინიკიდან. ვარ ბინაზე, პოსტოპერაციულ მართვაზე. მთელი ეს პერიოდი მოადგილეებთან, ვანოსთან და თამართან, ადმინისტრაციასთან – ალბერტისთან და სამსახურებთან ერთად ჩართული ვიყავი რაიონის ყოველდღიურობაში, რამდენადაც ჯანმრთელობა მაძლევდა შესაძლებლობას. გულწრფელად მაწუხებს, რომ ეს პერიოდი ფიზიკურად მოვწყდი და ბოლომდე ვერ ვიხარჯებოდი იმ საქმეში, რაც თქვენ დამავალეთ, ძვირფასო წალენჯიხელებო! კიდევ ცოტა დრო დამჭირდება! მადლობა!”