გიორგი უშიკიშვილი – „ვისაც ეს კითხვები აწუხებს, გეტყვით, რომ შონ პენი უკვე ნაჭამი იყო ოროველა რომ ვიმღერეთ…“

გიორგი უშიკიშვილი - „ვისაც ეს კითხვები აწუხებს, გეტყვით, რომ  შონ პენი უკვე ნაჭამი იყო ოროველა რომ ვიმღერეთ...“გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„შონ პენთან ვიმღერეთ და სიმღერა კი მოეწონა ყველას. მადლობა. მაგრამ წამოვიდა შენიშვნები. ნუ აბა ისე როგორ იქნებოდა
1. რა თავზე დაადგნენ
2. კაცს საჭმელი მაინც ეჭამა და მერე ემღერეთ
3. სუფრასთან მაინც დაესვათ მომღერლები
4. რა ყურჩი ჩაყვირიან
5. შონ პენს არაფერი ეტყობოდა რომ მოეწონა სიმღერა
6. რამე სხვა სიმღერა ემღერათ უფრო ხმამაღალი
მოკლედ, ვისაც ეს კითხვები აწუხებს, გეტყვით რომ სუფრასთან ვისხედით მთელი 2 საათი. შონ პენი უკვე ნაჭამი იყო ოროველა რომ ვიმღერეთ. სხვა ბევრი სიმღერაც ვიმღერეთ დამჯდარი სუფრასთან. და ყურში რომ არ ჩაგვეყვირა ამიტომ ვიმღერეთ ოროველა. თავზე დავადექით იმიტომ რომ უკრაინის სადღეგრძელო დალია და მისივე თხოვნით ახლოს მივედით და დაღუპული გმირების საპატივსაცემოდ ვიმღერეთ. ახლა თავად არ შეწუხებულა ჩვენი იქ ყოფნით და ნუ გადაირევით მის მაგივრად
და ბოლოს, ვისაც გონია რომ შონ პენს არ მოეწონა, დაგველოდეთ! ყურთან უფრო ახლოს ვაპირებთ სიმღერას“