„გუდავდა ქალებს და ართმევდა მათ ძვირფასეულობას“- ვინ არის პრიგოჟინი?

„გუდავდა ქალებს და ართმევდა მათ ძვირფასეულობას“- ვინ არის პრიგოჟინი?ბრძოლა ტახტისთვის – „შაბათის ეთერის” ექსკლუზიური ინტერვიუ რუს გამომძიებელ ჟურნალისტთან.

რომან ანინი, რომელსაც  „Panama Papers”-ის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდთან ერთად პულიცერის პრემია აქვს მიღებული, მოსკოვში არსებულ პანიკაზე და მოსალოდნელ შედეგებზე „ტვ პირველთან” საუბრობს.

გამომძიებელი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „ახლა რუსეთიდან ყველა გარბის, რადგან ქვეყანა  სამოქალაქო დაპირისპირების პირველ სტადიაშია”.

რუსეთში სამხედრო ამბოხებაა, რომელიც შეიძლება სრულფასოვან სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, პრიგოჟინს  უნდა, პუტინის ადგილის დაკავება

– თუ „ვაგნერელები” მოსკოვში შევლენ და სამთავრობო ობიექტებს დაიკავებენ, ეს ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ბუნებრივია, პრიგოჟინი ამ მოვლენებს არ ტყუილად არ ჩახლართავდა, მას აქვს კონკრეტული გათვლა და პოლიტიკური ამბიციები. მას უნდა ძალაუფლება,”- აცხადებს ანინი.
ევგენი პრიგოჟინი ძალიან საინტერესო პერსონაა, პუტინი შეეჯახა ძალას, რომელიც თავად შექმნა.

„ვაგნერი”, რომელსაც ახლა თვალს ვადევნებთ, თავიდან ბოლომდე რუსეთის პრეზიდენტის შექმნილია.

რაც შეეხება პრიგოჟინს, ის საბჭოთა პერიოდში სასჯელს იხდიდა განსაკუთრებული სიასატიკით ჩადენილი მკვლელობების გამო – გუდავდა ქალებს და ართმევდა მათ ძვირფასეულობას. იყო კრიმინალი. რამდენიმე წელიწადში, წვრილი ბიზნესით დაკავდა.  ამის შემდეგ, ის პრეზიდენტ პუტინს ხვდება პეტერბურგში და იწყება მათი ურთიერთობა. პრიგოჟინი ჯარის მთავარი მომმარაგებელი გახდა. ბოლოს კი შექმნა კერძო სამხედრო დაჯგუფება, რომლის შემადგენლობაში შთამბეჭდავი შეიარაღებაა. მას საკუთარი ავიაცია ჰყავს. მაგავსი სამხედრო დაჯგუფება რუსეთის ისტორიაში არასდროს ყოფილა. ყველა – ჟურნალისტები, პოლიტიკოსები საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს მონსტრი აუცილებლად მოუბრუნდებოდა პუტინს, მაშინ არავინ გვისმენდა, პროპაგანდისტები მოღალატეებს გვეძახდნენ. ახლა კი რუსეთი სამოქალაქო  დაპირისპირების პირველ სტადიაშია”- აცხადებს ჟურნალისტი.
სად არის ვლადიმერ პუტინი?

– არ ვიცი, სად იმყოფება ვლადიმერ პუტინი, შემიძლია, დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში გაფრინდა. ჰაერში გაითიშა რადარები და მე არ ვიცი, იყო თუ არა ბორტზე ციცხალი თუ მკვდარი პუტინი, მაგრამ ფაქტია, რომ თვითმფრინავი გაფრინდა.