ირაკლი კუპრაძე – „ოცნებამ” საბოლოოდ დააანონსა ქუჩებში ძალადობა და ანგარიშსწორება, გახსნეს წინასაარჩევნო მარათონი“

ირაკლი კუპრაძე - „ოცნებამ" საბოლოოდ დააანონსა ქუჩებში ძალადობა და ანგარიშსწორება, გახსნეს წინასაარჩევნო მარათონი“ ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ დააანონსა ქუჩებში ძალადობა და ანგარიშსწორება.
ზურა ჯაფარიძეს გორის სმარტთან დაესხნენ თავს
ბორჯომში ახალგაზრდული ბანაკის ბავშვებს მამის ტოლა ორკები მიუყარეს სასტუმროსთან, ქვების სროლით, დედისგინებით და მუქარით
თსუ-ში კობახიძის ლექციიდან გამოსულ სტუდენტს, რომელმაც რუბლები გადააყარა ირაკლი კობახიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ უნივერსიტეტის შენობაში.
ეს უკვე დილიდან!
ქვეყანას ძალადობაში ჩაძირავენ ესენი.
დღეიდან გახსნეს წინასაარჩევნო მარათონი, აწი დაგვესხმებიან თავს, ყველგან და ყველა ბინძური მეთოდით!
ჰოდა, თქვენი შესაშინებელი ლაჩრები თქვენკენვე მოიკითხეთ.”