რუსული Telegram არხების ინფორმაციით, მოსკოვის ციხეში პატიმრები აჯანყდნენ. უკვე არსებობს აუდიო მასალა, რომელშიც აჯანყებული პატიმრების ხმაური ისმის. „ბუტირკა” მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ციხეა, ის ჯერ კიდევ ეკატერინე მეორის დროს აშენდა და მასში სასჯელს იხდიდა თითქმის ყველა ცნობილი პატიმარი.
გავრცელებული ინფორმაციით, აჯანყებაა „ვოდნიკის” წინასწარი დაკავების იზოლატორშიც. „ვაგნერელებმა” დაიწყეს როსტოვის ოლქში ციხეების აღება- პატიმრებს კი მოუწოდებენ,რომ მათ რიგებს შეუერთდნენ.