„ნიკა გვარამია არა სალომე ზურაბიშვილმა, არამედ  შოლცის კატეგორიულმა მოთხოვნამ გაანთავისუფლა…! – კახაბერ ადამია

„ნიკა გვარამია არა სალომე ზურაბიშვილმა, არამედ  შოლცის კატეგორიულმა მოთხოვნამ გაანთავისუფლა...! - კახაბერ ადამიაემიგრაციაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი კახაბერ ადამია სოციალურ ქსელში წერს:

,,ამა წლის 10 ივნისს, ძალიან სანდო წყარომ, მომაწოდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, ოლაფ შოლცთან შეხვედრის დროს, გერმანიის კანცლერს ნიკა გვარამიას განთავისუფლების პირობა მისცა და ეს პირობა, აუცილებლად უნდა შეესრულებინათ… თუმცა ამის გაკეთებას სასამართლოს მეშვეობით თაკილობდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს გარკვეულ წილად მათ მარცხად და უკანდახევად განიხილებოდა… ამიტომ, ერჩივნათ, რომ ეს ამბავი სალომე ზურაბიშვილს ,,დაბრალებოდა! ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია , რომელიც სულ რამდენიმე ადამიანს გავაცანი, არ ვიცი როგორ, მაგრამ 10 დღის მერე ,,მთავარ არხზეც,, მოხვდა, თუმცა ეს არაა მნიშვნელოვანი… მნიშვნელოვანია თუ რა როლს თამაშობს სალომე ზურაბიშვილი – ბორია ივანიშვილის რუსულ თამაშში…! ნიკა გვარამია, არა სალომე ზურაბიშვილმა, არამედ დასავლეთის მიერ ხელისუფლებაზე ზეწოლამ და შოლცის კატეგორიულმა მოთხოვნამ გაანთავისუფლა…! სალომე ზურაბიშვილმა, უბრალოდ თავი გაიშიფრა…! ვფიქრობ, რომ ყველა გონიერი ადამიანისთვის ნათელია დღეს, ზურაბიშვილს არასოდეს ჰქონია მცდელობა ყოფილიყო დამოუკიდებელი პროდასავლელი მოთამაშე და მის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი, ყველა განცხადება, რომელიც ზოგიერთებს ,,ოცნებასთან,, დაპირისპირებად მიაჩნდა, თავად ივანიშვილის მიერ იყო ნაკარნახევი… და ეს დაფრანგული ქალბატინი, ასე გააკეთებს მომავალშიც. “