პოლონეთში ქართველი მოხუცის გაძარცვის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში ქართველი მოხუცის გაძარცვის ბრალდებით დააკავესპოლონეთში, დააკავეს ქართველი, რომელმაც მოხუცი გაძარცვა. შემთხვევა ნამისლავსკას ქუჩაზე არსებულ ბაზარში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ დაზარალებულის უყურადღებობით ისარგებლა და ჩანთიდან ფული ამოიღო.

თვითმხილველების მყისიერი რეაქციის შედეგად, ქურდობაში ბრალდებული დაიჭირეს და ფული მფლობელს უკან დაუბრუნეს.

„ამოღებული თანხა, 1000 ზლოტის ოდენობით, მფლობელს დაუბრუნდა. საქართველოს მოქალაქეს პოლიციასთან შეხვედრის თავიდან აცილება სურდა. მან დაარწმუნა თვითმხილველები, რომ მსგავსი ვითარება არასოდეს განმეორდებოდა, თუმცა მოწმეებმა ის ფორმიან ოფიცრებს გადასცეს. სამართალდამცავებმა 52 წლის კაცი დააკავეს. იგი იაგიელონსკის ქუჩაზე პოლიციის დაკავების ცენტრში გადაიყვანეს“ – წერს მედია.

გამოძიების მიმდინარეობისას, ცნობილი გახდა, რომ ქართველი ქურდობისთვის ადრეც დაიჭირეს და მან სასჯელიც მოიხადა.

დაკავებულს 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წყარო: tv25.ge