„9 წლის ბავშვი ეზოში წიხლებით სცემა მამინაცვლის მამამ“

„9 წლის ბავშვი ეზოში წიხლებით სცემა მამინაცვლის მამამ“რუსკა მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს:

„9 წლის ბავშვი ეზოში წიხლებით სცემა მამინაცვლის მამამ ათობით ადამიანის და უამრავი ბავშვის თანდასწრებით, მოძალადის ცოლიც ემუქრებოდა მოკვლით, სახლში ძალით წაიყვანეს, ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი ესეიგი კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო. ერთ-ერთი ჩუმად ავიდა მესამე სართულზე, კარზე ყური მიადო და ტირილის ხმა რომ გაიგო დარეკა პოლიციაში, რუსთავის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ჩვენებაში ბავშვს დააწერინეს, რომ წაიქცა!
დედა მოძალადე მამამთილს ხელს აფარებს და ბავშვს ბავშვთა სახლში ჩაბარებით ემუქრება, ბავშვის მამა ციხეში ზის, თურმე მამინაცვალსაც უცემია ბევრჯერ და ბავშვს ეშინია რომ მოკლავენ თუ რამეს იტყვის. გამანადგურა ამ ამბავმა, მეხვეწებოდა შენთან სახლში წამიყვანეო, ამათთან წასვლა არ მინდაო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“