თანამოსაყდრის მკვლელობის მცდელობა – „მთავარი არხისთვის” ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ერთი კვირის წინ მეუფე შიო მოწამლეს. ამ ინფორმაციას ჩვენ კონფიდენციალური წყაროები გვაწვდიან და გვიყვებიან მომხდარის დეტალებს. დიდი ალბათობით პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.
მკვლელობის მცდელობის ნამდვილობას სხვა ფაქტებიც ადასტურებს – მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოც და საგამოძიებო ორგანოებიც მალავენ ინფორმაციას, ჩვენთვის ცნობილია, რომ საპატრიარქოში თვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი იმყოფებოდა გამოძიების ფარგლებში.
შიდა მოკვლევა აქვს დაწყებული თავად ეკლესიის მმართველ ორგანოს. რამდენიმე მეუფე ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ სმენია თანამოსაყდრე შიოს მოწამვლის მცდელობის შესახებ.