გორისა და ატენის მიტროპოლიტმა რუსეთში, სვიატო-ტიხონოვსკის უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა რუსეთში, სვიატო-ტიხონოვსკის უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვაგორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ დისერტაცია რუსეთის სვიატო-ტიხონოვსკის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში დაიცვა. გამოქვეყნებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ანდრია გვაზავას ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიენიჭა.

დისერტაციის თემა იყო „ვაჰანის ქვაბები – ადგილი და მნიშვნელობა ძველქართულ სამონასტრო ტრადიციაში”. ნაშრომი ეძღვნება ერთ-ერთი უძველესი ქართული მონასტრის, ვანის მონასტრის წესდების ფორმირების შინაარსისა და გარემოებების შესწავლას.

ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ ზოგადი და რუსული ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი მღვდელი ალექსანდრე შჩელკაჩოვი და თეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი პეტრ იურიევიჩ მალკოვი.

„ოფიციალურმა ოპონენტებმა და ინიციატივის კომენტარების ავტორებმა აღნიშნეს, რომ დაცვისთვის წარდგენილი დისერტაცია ფუნდამენტურ და სკრუპულოზურად ჩატარებულ კვლევას მოწმობს”, – წერია გავრცელებულ ცნობაში.

სადისერტაციო საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხის მინიჭებას და ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ ნაშრომი ქართულადაც მალე ითარგმნოს და გამოიცეს.