იხვი ლაშა პატრონს ეძებს

იხვი ლაშა პატრონს ეძებსცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი სოციალურ ქსელში წერს:

„უამრავ მიუსაფარ ცხოველს, ყვავსაც გაუვლია ჩემს ხელში, მაგრამ იხვი პირველი შემთხვევაა.
დიდი ალბათობით სახლში გაზარდეს, გაერთნენ და მერე მზიურის პარკში დატოვეს. საცოდავად დაბაჯბაჯებდა და ლამის ძაღლების მსხვერპლი გახდა, მაგრამ კეთილმა დედამ და ბიჭმა გადაარჩინეს და ლაშაც დაარქვეს.
ჰოდა, ლაშა ჯერ კიდევ თინეიჯერია, მაგრამ ეძებს მზრუნველ პატრონს, რომელმაც იცის მოვლა და აუცილებელი მოთხოვნაა არ დაკლას”.