იტალიაში, სუპერმარკეტიდან ალკოჰოლის მოპარვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც იტალიური მედია წერს, 31 წლის კაცი ლაციოს რეგიონთან, ერთ-ერთ დასახლებაში, მაღაზიის თანამშრომლებმა მაშინ შენიშნეს, როდესაც ის რამდენიმე ბოთლი ალკოჰოლური სასმლისთვის ეტიკეტის მოხსნასა და მათ ჩანთაში დამალვას ცდილობდა.
კაცს 6 ბოთლი უპოვეს, რომელთა საერთო ღირებულება 150 ევროა.
კაცმა მაღაზიიდან გაქცევა სცადა და თანამშრომლებს ემუქრებოდა, თუმცა პოლიციის დროული რეაგირების შედეგად, მისი დაკავება მოხერხდა. ჩხრეკისას კაცს აღმოაჩნდა სპეციალური ხელსაწყოები, რომელსაც სავარაუდოდ დანაშაულის დროს იყენებდა.
მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გააძევებენ.