ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი კახაბერ ადამია სოციალურ ქსელში წერს:
,,როდესაც ცივილიზებული მსოფლიო აგრესორ რუსეთს ებრძვის, საქართველოში, ქოცების რუსული რეჟიმი, უკრაინელების სისხლის ხარჯზე მდიდრდება…
თუ 2019, 20, 21წლებში, საქართველოში იმპორტირებული საქონლის მაჩვენებელი, შესაბამისად 9, 8 და 10 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, 2022 წელს რა ვიშოვეთ საქართველოში ამისთანა, რომ თითქმის 3,5 მილარდით დოლარით მეტი პროდუქცია შევიძინეთ საზღვარგარეთიდან?!
რომელი მსხვილი ინვესტიციები მოვიზიდეთ საზღვარგარეთიდან?!
რომელი ქარხნები, მსხვილი საწარმოები, პორტები ან აეროპორტები ავაშენეთ ამ წელს ინვესტიციებით?!
იქნებ ომში ვიყავით ჩაბმული და ,,ბაირაქტარების“ , ,,ჰაიმარსების“ ან ,,ლეოპარდების,, ყიდვა დაგვჭირდა ამ ფულით…?!
ან იქნებ, ქართველ ოლიგარქს და მის ბანდას, ბალიშებში შემონახული ასეულ მილიონობით დოლარი აუფეთქდათ და სწორედ 2022 წელს მოუნდათ, საზღვარგარეთიდან აქამდე უცნობი პროდუქციის შემოტანა..?!
საიდან მოვიდა ამხელა ზედმეტი ფული ამ წელს და სად წავიდა…?!
რაში დაიხარჯა და რა ვიყიდეთ ამდენი, სხვა წლებში რომ არ გჭირდებოდა… და რაში დაეტყო ეს ქართველი ხახლის უდიდეს ნაწილს…?!
და სწორედ გასულ 2022 წელს, როდესაც იმპორტსა და ექსპორტს შორის უარყოფითმა სალდომ ისტორიულ მაქსიმუმს, პარადოქსულად მიაღწია და თითქმის 8 მილიარდი დოლარი შედაგინა, ანუ, ვაჭრობის დროს ქვეყნიდან 8 მილიარდი დოლარით მეტი ვალუტა გავიტანეთ, ვიდრე ექსპორტიდან შემოგვივიდა, როგორ მოვახერხეთ ლარის კურსის შენარჩუნება კიარა და პირიქით – გამყარება…?!
მაშინ როდესაც ჩვენი ყველაზე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების, თურქეთის და ოკუპანტი რუსეთის ვალუტები, არნახულად გაუფასურდა, ლარი როგორ ახერხებს გამყარებას.. ?!
მე არც ეკონომისტი ვარ და არც ფინანსისტი… სიმართლის გამო დევნილი ერთი ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მთლად სულელი უნდა იყოს კაცი, ვერ მიხვდეს, რომ ამ ეკონომიკური ფოკუსების უკან, რომელსაც საქართველოში რუსული რეჟიმი ატარებს, ის ეშმაკი იმალება, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომი, უკრაინელთა სისხლის ხარჯზე გამდიდრება და ოკუპანტი რუსეთისთვის სანქციების გვერდზე ავლაში ხელშეწყობა ჰქვია…!
მიხვედრა ერთია და სხვა საქმეა კონკრეტული ფაქტები, რომელიც რა თქმა უნდა მრავლად არსებობს და რომელსაც მომავლში, ბრალდებად წაუყენებენ ამ დამნაშავე რეჟიმს… ამაში დარწმუნებული ვარ!“