სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ახალგაზრდა მსახიობი, ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა. ლევანი მაყურებელმა ფილმიდან „გასეირნება ყარაბაღში“ გაიცნო.
გარდაცვლილ მეგობარს სულისშემძვრელი პოსტით ემშვიდობებიან:
„მეც დამბრიდე დოობ ყველაზე გულკეთილი და უბოროტო კაცი იყავი ვისაც ვიცნობდი და ვძმაკაცობდი
ძააან მაგრად მომენატრები გული მომიკალი. ჯერ თენგო 1 კვირის წინ ეხლა შენ აწიი სულერთია ყველაფერი“, – წერს მეგობარი.