როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა თურქეთში 

როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა თურქეთში მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გაემგზავრა.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, როგორია მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი გამგზავრების შემდეგ. ამისთვის ჩვენ პოლიტიკოს დავით ლორთქიფანიძეს დავუკავშირდით.

როგორც იგი ამბობს, სოსოს მდგომარეობა უკეთესია და თავად მსახიობიც უფრო მშვიდადაა.

„გუშინ ვესაუბრე ბოლოს. კლინიკაში მკურნალობის კურსი ეფექტიანად მიდის. ინტოქსიკაციები, ცუდი შეგრძნებები ჰქონდა ბევრად დიდი ვიდრე ახლა. აქ როცა იკეთებდა ქიმიოთერაპიას, ბევრად ცუდად გრძნობდა თავს. საკვებსაც ვერ იღებდა. ახლა კვებაც მოახერხა, დინამიკა არის პოზიტიური. თვითონაც სოსოც და მეუღლეც უფრო მშვიდად არიან“, – გვითხრა დავით ლორთქიფანიძემ.