სამტრედიაში უბედურ შემთხვევას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა 12 ივლისს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვი ეზოში არსებულ ორმოში ჩავარდა, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო. ის ქუთაისში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.