გლდანში მომხდარი ავარია – თბილისი ენერჯის ინფორმაციით, გლდანში დატრიალებული ტრაგედიის დროს გაზის მილი დაზიანდა და აფეთქების საშიშროება შეიქმნა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ახლა უსაფრთხოება სრულად დაცულია.
„გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია”, – წერია განცხადებაში.
გლდანში მანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც 25 წლის ორსული ადგილზე გარდაიცვალა.