თბილისის ზღვაზე მაშველებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე მაშველებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვესთბილისის ზღვაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა და  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.