ვიკა ბუკია – „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, ქართული პოლიცია რუსების დასაცავად გამოსულიყო“

ვიკა ბუკია - „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, ქართული პოლიცია რუსების დასაცავად გამოსულიყო“ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს:

,,კრემლისტების დასაცავად გამოსული პოლიციელების ოჯახის წევრებო, შვილებო, ცოლებო, დებო და ძმებო, დედებო და მამებო, ბებია-ბაბუებო. ხმა მიაწვდინეთ, უთხარით თქვენი ოჯახის წევრებს არ ქნან ეს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ქართული პოლიცია რუსების დასაცავად გამოსულიყო გარეთ ხალხის პირისპირ. არ ქნან ეს! არ გააკეთონ. პოლიცია უნდა ემსახურებოდეს საქართველოს და არა საქართველოს მტრებს. ეს რა სიგიჟე დაგვემართა?”