ხარაგაულში, სოფელ მარელისში რკინიგზის სადგურზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
ადგილზე ადამიანს ეძებენ, რომელიც მეწყერშია მოყოლილი, ის 72 წლის მამაკაცია, რომელიც დარაჯად მუშაობდა.
ადგილობრივები „კურიერთან“ საუბრის დროს ამბობენ, რომ იმ დროისთვის, როდესაც მეწყერი ჩამოწვა, სამუშაოები უკვე დასრულებული იყო.
„სამუშაო საათები დამთავრებული იყო და გასული უნდა ყოფილიყო. მამაკაცია მგონი. ადგილობრივი, ყარაულად მუშაობდა. საქონელი ამოდიოდა ხოლმე აქ და შეიძლება მათაც ეძებდა. არ ვიცი ზუსტად ვერ გეტყვით“, – ამბობენ ადგილობრივები.
ცნობისთვის, ხარაგაულში მეწყერი გუშინ ჩამოწვა. ძლიერი წვიმის შედეგად, მიწის მასა ჩამოიშალა და ლიანდაგები დააზიანა.