ბორჯომში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა კაცი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამის საათებში მოხდა.
მოკლული 24 წლის ახალგაზრდა ბორჯომელი დათო ხაჩიძეა, ის ერთ-ერთ კაფეში მუშაობდა. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ხაჩიძეს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყანეს. ის კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქამეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ახალგაზრდაა.