12 გარდაცვლილის ვინაობა უკვე დადგენილია

12 გარდაცვლილის ვინაობა უკვე დადგენილიაშოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 18 ცხედრიდან 12-ის ვინაობა უკვე დადგენილია. მათ შორისაა – ნინო კენჭაძე, ალინა პოლიკოვსკა, გიორგი გოგინაშვილი, ქსენია ტრიჩევა და დავით ბერიაშვილი, რომელიც და-ძმა ყარალაშვილებთან ერთად შოვში ისვენებდა.

დაღუპულებს შორისაა უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკა და რუსეთის მოქალაქე  ქსენია ტრიჩევაა. საკუთარი ქვეყნის მოქალაქის გარდაცვალებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. გარდაცვლილები ამ დროისთვის ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში არიან გადასვენებული. დაღუპულებს შორის უკვე ამოცნობილია ბავშვიც.

როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილმა წუხელ განაცხადა, ცხედრების ნაწილი დაზიანებულია და მათი იდენტიფიცირებისთვის დამატებითი კვლევა, მათ შორის “დეენემის” ტესტის ჩატარებაა საჭირო.