ფეისბუქ გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
„როგორც იცით ჩვენს ჰაერის საზომ აპარატებს ტემპერატურის საზომიც აქვს თან. ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა წერეთელზე (58° მზის გულზე) და სოფელ დიღომში ( 44° მზის გულზე) ფიქსირდება. ჩვენ, გარდა ჰაერის მონაცემებისა, ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ტემპერატურის შესახებ. შეეცადეთ მოერიდოთ გარე აქტივობებს და მიიღეთ წყალი სათანადო რაოდენობით დღის განმავლობაში.”