„შოვში დაღუპული 36 წლის ნიკოლოზ ჩალაძის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ:
„ნიკოლოზს დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. ხუთი წლის დემეტრეს ახლაც ჰგონია, რომ მამა სამსახურშია და ელოდება…
წლინახევრის დათუჩას აქვს დაუნის სინდრომი, მას განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ბავშვები სოციალურ შემწეობას იღებენ. ნიკოლოზს მუდმივი სამსახური არ ჰქონდა, ის მუშაობდა მშენებლობებზე და ტრაგედიის დღესაც სწორედ სამუშაოდ იმყოფებოდა შოვში.
შოვის ტრაგედიამ უამრავი ადამიანი გააერთიანა, სოლიდარობის არაერთი მაგალითი ვიხილეთ.
ახლაც, ამ ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, გავერთიანდეთ ნიკოლოზის ოჯახის მხარდასაჭერად, თქვენს მიერ გაღებულ თითოეულ ლარს შეუძლია შეცვალოს ბავშვების მომავალი.
ლიბერთი ბანკი
ანგარიშის ნომერი
#GE72LB0711182522606000
მიმღები: ეკა გოგლიძე (ნიკოლოზის მეუღლე) ” – წერენ სოციალურ ქსელში.
რადიო თბილისი სამძიმარს უცხადებს ნიკოლოზის ოჯახს და სრულიად საქართველოს.
#შოვი #რაჭა #მეწყერი