სოციალური ქსელში მომხმარებელი – დავით კუკავა ფოტოგრაფია წერს:
„აკა (აკაკი) გვახარია (1962-2017)
ქართველი ემიგრანტი ექიმი (აშშ), რომელმაც სრულიად უანგაროდ გვაჩუქა დღევანდელი ქართული QWERTY კლავიატურა.
ეს ფაქტი, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის უცნობია.
სად და როგორ უნდა განთავსებულიყო ქართული ასოები: “ჩ”, “ძ”, “ჭ”, “შ”, “ღ”, “თ”, ესეც აკას მოფიქრებულია. თან გაითვალისწინეთ, მან ეს ყველაფერი 90-ების დასაწყისში შექმნა, ანუ იმ დროს, როდესაც, ჯერ ერთი, თითო-ოროლა კომპიუტერი იყო ჩვენში, ხოლო მეორეც, ინტერნეტი დღევანდელი სახით საერთოდ არ არსებობდა მსოფლიოში…
აკა ამავე დროს ბრწყინვალე ექიმი იყო, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ვირჯინიაში.
2017 წელს უკურნებელი სენით დაავადებულმა არ ისურვა ჯოჯოხეთის გახანგრძლივება და მისი კაცთმოყვარეობით სავსე სიცოცხლეც დასრულდა.
აუცილებლად მინდოდა ამ პოსტის დაწერა. წარმოიდგინეთ, კაცმა ქართული ენა შეიყვანა თანამედროვე ციფრულ სამყაროში!
გახსოვდეთ, ჩვენი თითების ქართულ კლავიატურაზე ყოველი შეხება, ეს აკა ექიმის გაგრძელებული სიცოცხლეა!“