„ახლა ჩვენი ჯერია… ჩემს (ჩვენს) მეგობარს დახმარება სჭირდება“

„ახლა ჩვენი ჯერია... ჩემს (ჩვენს) მეგობარს დახმარება სჭირდება“ნათია ჯუხარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემო ძვირფასებო, კეთილო ადამიანებო! ჩემს (ჩვენს) მეგობარს და თანასოფლელს, ეფემია წიკლაურს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა. გოგო,რომელიც ყოველთვის გამოირჩევა თავმდაბლობითა და უფლის დიდი სიყვარულით,დაუდგინდა სისხლის სიმსივნე (ჰოჯკინის ლიმფომა), რომელიც საჭიროებს ძვირადღირებულ კვლევებსა და მედიკამენტებს. ოჯახმა ყველა ფინანსური რესურსი ამოწურა, ახლა კი ჩვენი ჯერია. ჩვენი რაიონი გამოირჩევა გულისხმიერებითა და ერთმანეთის გვერდში დგომით. ჩვენ შევძელით დავხმარებოდით უიმედოდ დარჩენილ ოჯახებს…
მხოლოდ უფლისა და თქვენ იმედად ვართ ჩემო ძვირფასებო, გვჯერა ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთად, ვისაც რისი შესაძლებლობა გაქვთ, თუნდაც ლარით დავეხმაროთ, რომ ფეფომ კვლევები და მკურნალობის კურსი კვალიფიციურ კლინიკაში გაიაროს. თვითონ ძალიან შემართებით არის.
ანგარიში: GE30TB7803645064300060
თიბისი ბანკი.
მიმღები: ეფემია წიკლაური