თბილისში შეიარაღებულ თავდამსხმელს ეძებენ. მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი გაქცეულია – მას პოლციია თბილისის ცენტრში 28 წლის მამაკაცის დაჭრას ედავება.
დაჭრილი 28 წლის ახალგაზრდა კლინიკაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველებს არ აქვთ ინფორმაცია, რას მოჰყვა დაპირისპირება მამაკაცებს შორის.
გასროლის ხმა გავიგონეთ, რამდენიმე გასროლა იყო,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
სისხლისნი გარჩევა კიევის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა, დანაშაულის მოტივი უცნობია.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.