სანდრო ვეფხვაძე შოვში დაკარგულ მეგობარს, გვანცა ბუბაშვილს მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:
„გვანცა ბუბაშვილი, უნივერსიტეტის დერეფანში რამდენჯერაც შევხვდებით, ხომ გახსოვს, როგორ მოგმართავ ხოლმე – ბიზნესის ელიტა. კი ვიცინით და ვღლიცინებთ ხოლმე ამაზე, მაგრამ მე სრული სერიოზულობით გეუბნები, იმიტომ, რომ მართლა ეგრეა! პასუხისმგებლობისა და ნიჭიერების მაგალითი ხარ! გელით, გვანც!“