უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი, მამა ნექტარიოს მჭედლიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„უკვე დავიღალე. ამდენი სიბოროტე საიდან, როგორ… დედას შვილი წაართვა და გააშვილო, იმ ფულით გამოკვებო თქვენი შვილები… ვერაფერს ვწერ მეტს, ვინც იმშობიარეთ 2004 წლამდე ლაგოდეხის და გურჯაანის სამშობიაროში და გითხრეს, თქვენი შვილები დაიღუპნენ და გარდაცვლილი ჩვილები არ გინახავთ, ყველა ცოცხალია. მეტს ვერ ვიტყვი, არ შემიძლია, დედებო, ეძებეთ შვილები. უბრალოდ ის ხალხი ვინც დედას შვილი მოჰპარა ჯოჯოხეთში იწვება სამარადისოდ“.