მარიტა გუტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,გოჩა ენუქიძე / Gocha Enukidze Papuna Margvelidze Sergi Khidesheli ონის მუნიციპალიტეტის მერია რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze Irakli Garibashvili საქართველოს მთავრობა Kakha Kaladze კახა კალაძე 112 Georgia/112 საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
რას ველოდებით?? დასვენების დღეა დღეს ოფიციალურად?
Update for 28.08.2023
დედაჩემი თავს იკლავს შიმშილობით ????
მამაჩემი ამაზე ნერვიულობით, თან ჩამოსაწერი აქვს რა “დავკარგეთ” შოვში ღვარცოფის შედეგად.
მე პირადად ცხრავე მიცვალებული გულდასმით მყავს დათვალიერებული პროზექტურაში ( ჩემების გარდაც 10 გვამამდე სხვაც დავათვალიერე ჩემების ძებნაში) , ორგანიზებაც მე გავუწიე დაკრძალვის თემებს, ყველაფერთან ერთად????
ეხლა ვზივარ სახლში და ყველაფერ ნანახს ვამატებ ამ ორი ადამიანის ტანჯვას. ანუ თქვენი გეგმაც ესაა , ჯერ ამათაც ვუყურო და მერე მეც მომიშოროთ? ეგრე დაგავალეს? ეგრე მოიფიქრეთ? თუ არა და თქვენ თუ ვერ მოდიხართ ფსიქოლოგი მაინც გამოგვიგზავნეთ თუ გული შეგტკივათ ჩვენზე….
ძალიან ეჭვი მეპარება ვინმეს ვადარდებდეთ , დღეს მარიამობაა, იქეიფე ერო ???? საქეიფოდ და დროს სატარებლად გვაქვს ზუსტად საქმე ???? “დიდგვაროვნებო” რომელი რესტორანი გაქვთ დაჯავშნილი? მეც დამპატიჟეთ შენდობას შევუთვლით ერთად ამოწყვეტილ ოჯახებს.
P.S. ვისაც კიდევ რამის გწამთ, გილოცავთ მარიამობას.
აქვე არ შემიძლია არ ავღნიშნო რუსთავის მერია / Rustavi City Hall ???? ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze ❤️ ოთარ ტატალაშვილი , გვანცა ქემაშვილი , ხალხი ვინც დამეხმარა ყველაფერში რაც კი შეეძლოთ. მადლობა გამოჩენილი ადამიანობისთვის ????” – წერ სოციალურ ქსელში მარიტა გუტაშვილი.
შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. ღვარცოფულმა პროცესებმა გაანადგურა საკურორტო ზონა და 30-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა. ამ დრომდე ეძებენ 2 დაკარგულს, სამეძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.