„მღვდელი უნდა იყოს წესით იქ, ადგილზე…“ – თამარ არაგველი

„მღვდელი უნდა იყოს წესით იქ, ადგილზე...“ - თამარ არაგველიპარაფსიქოლოგი თამარ არაგველი სოციალურ ქსელში წერს:

„პლუტონი წესით წლის ბოლოდან უნდა ჩართულიყო… მეოთხე სახლიც ზიანდება… მომავალ წელზე ვაფრთხილებდი ყველას,.. ასტროლოგიურად პლანეტები იმეორებენ იმ განლაგებას, რაც იყო 90 იანი წლების დასაწყისში… მაშინაც სტიქიებით დაიწყო, შემდეგ კი საზღვრებთან ომი…როგორი ენერგიებით და მენტალური კონსტრუქციებით ვხვდებით ამ ახალ გამოწვევას ? რამე შეგვეცვალა შეგნების, კაცთმოყვარეობის მიმართულებით , რაც ყველაზე მეტად აძლევს ფონს ამ ენერგიებს ?

სხვისკენ ნუ გავიშვერთ მხოლოდ ხელს… საკუთარ გულშიც ჩავიხედოთ… მეორე პრობლემა უვიცობა, არაპროფესიონალიზმი და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებაა, რაც მთელი ქვეყნის პრობლემაა, ყველა სფეროში და არა მარტო ხელისუფლების.. მესამე პრობლემა ეგოიზმის და ღორობის პრობლემაა, საკუთარი სახლის და შემოსავლის გარდა ყველაფერი რომ გვკიდია, ბუნება განსაკუთრებით და რასაც ვჩეხავთ და ვბურღავთ რომ აზიანებს ეკოსისტემას,არა მხოლოდ მთაში, არამედ ბარშიც, არ გვადარდებს… მესამე, მეორეხარისხოვანის გამო ასეთ დროს მაინც ნუ დავჭამთ ერთმანეთს… ვის რა ეცვა ან ვინ როგორ გლოვობს – ამით ამატებთ ისედაც დამძიმებულ სივრცეს კიდევ ნეგატივს და საკუთარ ენერგოველს ინადგურებთ… კარგად გააცნობიერეთ, დრო შეიცვალა, დაჩქარდა მოვლენების ბუმერანგის პრინციპით ამოქმედება.. და ეს განწყობას და აზრებს ეხება უმეტესად და არა ქმედებებს.. რადგან ნატიფი უფრო ადვილად ემორჩილება ცვლილებებს…

რუსებს დავცინით, მაგრამ ეს ხალხი ახლა ასტროლოგიური მონაცემებით, მიწასთან უნდა იყოს გასწორებული, მაგრამ მართავენ სივრცეს, ეთერს და ცვლიან სცენარებს, ამსუბუქებენ… ჩვენ არ ვართ ჯერ მეტაფიზიკურად ამ დონეზე.. ამიტომ ან საღი აზრის, ცოდნის იმედი უნდა გვქონდეს, ან ენერგეტიკას უნდა მივხედოთ კოლექტიურად რომ იყოს ტერიტორია მაღალი ხარისხის ენერგიებში და ჰარმონიაში…

დაიწყეთ საკუთარი პირადი სივრცის ტრანსფორმაციით…საკმეველი და მუსიკა კარგია… ვისაც ლოცვა გინდათ ილოცეთ, ვისაც მედიტაცია, იმედიტირეთ, ვისაც არცერთი, ბუნებაში მოუსმინეთ მუსიკას… როცა ძალიან ცუდად ხართ, გარედან დახმარების საშუალებები სჯობს, ვიდრე სუფთა ცნობიერებაში გადასვლა და ფიქრების შეჩერება… გულს ურტყამს… გლოვის ენერგიები ინფერნალურებს იზიდავს და სულაც არაა ეს მაღალი სულიერებისთვის კარგი… რაც შეეხება გარდაცვლილებს, არ ვარ მაღალი დონის კონტაქტიორი, მაგრამ დავასკანერე ტერიტორია და ბავშვები ანათებენ, გადასვლისას პრობლემა არაა, მაგრამ დედები არიან ცუდ მდგომარეობაში, სხეულს ვერ წყდებიან… ვინც ხართ ამ დონეზე კონტაქტიორი, ვიცი, რომ გარედან დახმაება შესაძლებელია, და დავეხმაროთ… სხვებმა შეიძლება ილოცოთ, გაიგეთ სახელი და გვარი დაღუპულების, დედების განსაკუთრებით და მათ სახელზე ილოცეთ… სანთელი დაანთეთ… ყველაზე კარგია ეს ტერიტორია სურათები საშუალებით მოაქციოთ სინათლის ნაკადის ქვეშ, მზის მოციმციმე და მბრწყინავი სხივების ქვეშ…

დაამატეთ თქვენი განწყობა, ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მზიანი დღისა და ამით ძალიან დაეხმარებით… მაგრამ მანამდე დაცვა თქვით, რომ თქვენი ენერგოველი დაცულია ყველანაირი უცხო ენერგიისგან… ახლა იქ ინფერნალური ძალებია გააქტიურებული… სადაც ტანჯვის ენერგიაა, ბუზებივით ეტანებიან იმ ადგილებს… საერთოდ, მღვდელი უნდა იყოს წესით იქ ადგილზე…“