„ქალმა დაინახა, როგორ წაიღო მეწყერმა კოტეჯი, რომელშიც დედამისი იმყოფებოდა” 

„ქალმა დაინახა, როგორ წაიღო მეწყერმა კოტეჯი, რომელშიც დედამისი იმყოფებოდა" კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სტიქიის პირისპირ აღმოჩნდა, გიორგი ხუციშვილია. ის უმძიმესი დღის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, მოქალაქეები თავის გადასარჩენად მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოხტომას ცდილობდნენ.

ახალგაზრდა კაცი ასევე ყვება, რომ სტიქიის დროს ერთ-ერმა ქალმა საკუთარი თვალით დაინახა, როგორ წაიღო მეწყერმა მისი მშობელი.

„გავიგე სასწაული, საშინელი ხმა, დაახლოებით ისეთი, როგორიც სამხედრო თვითმფრინავებს აქვთ ხოლმე ან უფრო ძლიერი ბევრად, იმიტომ, რომ არ ვიცი, ეგეთი ხმა როგორ აღვწერო. ყურის ბარაბნებს ხეთქავდა. წამოვიდა მტვერი ძალიან დიდი და უკვე ვხედავდით ამ მოწყვეტილ მთას და რაღაც წამებშ მოვახერხეთ რეაქცია, გავიქეცით ჩვენგან ხელმარცხნივ, დავდექით სასტუმორ წინა მხარეს და სადაც გავრბოდით, იქ არამენიმე წამში იყო დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლის მიქა ჩამოწოლილი. დაახლოებით 4 საათი დასჭირდა ვერტმფრენს, რომ ჩამოსულიყო ჩვენამდე და ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა რომ იქ ცოცხლები არ ვყოფილიყავით, იმიტომ, რომ ეს მიწა რომ ჩამოწვა, სამივე მხრიდან გვაწვებოდა. იყო ქალბატონი, რომელმაც თავისი თვალით დაინახა, როგორ წაიღო კოტეჯი, რომელშიც იმყოფებოდა მისი მშობელი, – ამბობს გიორგი ხუციშვილი.