რაჭაში, შოვში, წინასწარი ინფორმაციით, მწყერში 16 ადამიანია მოყოლილი და მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. როგორც „საქართველოს ამბებს“ ადგილობრივებმა უთხრეს, მეწყერში მოყოლილებს შორის 6 ბავშვია.
„საქართველოს ამბები“ შოვში მყოფ რამდენიმე ადამიანს ტელეფონით ესაუბრა. მათი თქმით, ვითარება ძალიან მძიმეა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო, რის გამოც მაშველები ადგილზე ჯერ არ მისულან.
16:40 – „საქართველოს ამბები“ ტელეფონით ესაუბრა მეწყერში მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანს. მისი თქმით, სტიქიური პროცესები იმდენად სწრაფად განვითარდა, ადამიანებმა გაქცევა ვერ მოასწრეს. მაშველები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე არ არიან მისულები. არ გამოჩენილა არც ვერტმფრენი.
16:45 – „მთის ამბების“ ინფორმაციით, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვერტმფრენი მიფრინავს სამაშველო ჯგუფებით. მაშველები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში იქნებიან.
ფოტო შემთხვევის ადგილიდანაა