ტრაგედია შოვში – რატომ არ მიიღო ხელისუფლებამ პრევენციული ზომები მაშინ, როდესაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ყველა უწყება მოსალოდნელი ბუნებრივი კატაკლიზმების შესახებ გააფრხილა. სპეციალისტები მთავრობის გულგრილობაზე საუბრობენ. ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას პრევენციული ზომები უნდა მიეღო და მოქალაქეებისთვის ოსალოდნელი ღვარცოფის შემთხვევაში ინსტრუქციები უნდა მიეცა.
თუ არ ვცდები, ყველა მუნიციპალიტეტს მისთვის საშიში მოვლენების შესახებ ასევე რუკები აქვს. გაფრთხილებულები არიან, მაგრამ რა უნდა გააკეთონ, აი, აქ გვიჭირს ძალიან და სამწუხაროდ, ასეთი შედეგები მოჰყვა ამას. ელემენტარულად ასეთი რამე, რომ იქ მონიშნული ყოფილიყო რღაც უხიფათო ადგილი, სადაც უნდა წასულიყვნენ, ყველა დამსვენებელს სცოდნოდა, რომ რაღაცა ასეტი კატასტროფის შემტხვევაში აუცილებლად იქითკე უნდა წასულიყვნენ, ალბათ რაღაც ნაწილი გადარჩებოდა ხალხის ევაკუაცია, ხალხი გაეფრთხილებინათ, რომ ასეთი საშიშროება არის. განსაკუთრებით ის კოტეჯები, სულ ამას აღვნიშნავ, პრევენცია ის იქნებოდა, რომ საერთადო მასე ახლოს მდინარის კალაპოტში არ შენდებოდეს. უდიდესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია, ეს ადგილობრივი იქნება თუ ცენტრალური, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის კონსულტანტი ზურაბ ჯავახიშვილი.
ხელისუფლება დუმს და საკუტარ პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ “პირველებმა” მოიპოვა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც სახელმწიფო უწყებებს შოვში დატრიალებულ ტრაგედიამდე გადაეგზავნათ. ამ მესიჯით დგინდება, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხელისუფლება მოსალოდნელი მეწყრული პროცესების შესახებ გააფრთხილა, მაგრამ გზავნილს ყურადღება არავინ მიაქცია. წერილში მკაფიოდ წერია, რომ 3-დან 5 აგვისტომდე მდინარეებზე წყალმოვარდნებია მოსალოდნელი, მთიან ზონებში კი მეწყერი და ღვარცოფი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს შეტყობინება სმს-ის სახით პრემიერის აპარატმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ადგილობრივმა ხლეისუფლებამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო.