„რვა საათის მერე, გარეთ ვერ გამოვდივართ! კარანტინი დაგვიწესა!” – მამუკა უნგიაძე

„რვა საათის მერე, გარეთ ვერ გამოვდივართ! კარანტინი დაგვიწესა!” – მამუკა უნგიაძეჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მამუკა უნგიაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩვენს მახლობელ სოფელში, მოსახლეობას, დათვი შეეჩვია, ორი ბელით.
ყველას ოჯახში შევარდა.
ვინც ნახა, ეს, მათი ფრაზებია. მეც წავამატე, უფრო ხალისიანი, რომ გამოსულიყო.
_ შემოგლიჯა კარები და შამუარდა ოთახში! კაღამ საწოლში შემომივარდა..
_ რომ დღლიზა კარებს ტორი, ჩამეიღო ძირში. იღლიაში ამეიდუა და მიქონდა!
_ ორი ძროხა დაბელა! არ უთხრა ძროხამ აფერი, თვარა…
_ ორი ღორი ჟღერტა ძირში! არ აქ ღორს, ხელი, თვარა..
_ რვაი საათის მერე, გარეთ ვერ გამოვდივართ!კ არანტინი დაგვიწესა! ნიღაბის დაბნევა, არ მუუთხოვია ჯერემ!
_ იგი ორი ბელი რომ დაყობა, ალბათ, გასაზრდელათ უნდა ვინმეს დუუტიოს და არ იტევს არაკაცი!
_ რომ დევინახე, შიშით, გილძი ვერ ჩავდეი თოფში! ისთე დევიბენი,თოფს ვდობდი, გილძში..
_ დავავლე ცხრაი ნომერ გილძს ხელი და ვესროლე! მეიფხანა და წევიდა.
_ მაი,ისთე მოგვეჩვია,დაგვირეკავს აწი,მუალო!
_ იგი კარები ამიკიდოს, რაფერც ჩამეიღო,ისთე!
_ კიდომ რომ მუა, გამარჯობას გვეტყვის, იმდენჯელ იყო უკვე მოსული.
_ თქუას რემაინც, რა უნდა?! უ!
_ ღამე, მანქანით რომ მუალ,ჭიშკარს არ მიღებენ, დათვის შიშით!გამიღოს დათვმა აბა! იგი კარები,ხომ ჩამეიღო კარქათ?!
_ ერთი კაი ზოოპარკი, ქი გვეკუთნის ისთე..
მამუკა უნგიაძე.”

გურიის მოამბე