„შევხვდებით რაჭაში“ – ეძებენ სამ გოგოს და ვრცელდება მანქანის მონაცემები, რომლითაც ისინი სტიქიის ზონაში გადაადგილდებოდნენ

„შევხვდებით რაჭაში“ - ეძებენ სამ გოგოს და ვრცელდება მანქანის მონაცემები, რომლითაც ისინი სტიქიის ზონაში გადაადგილდებოდნენსოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება:

„გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე, ამ წამამდე არ ჩანან. ერთად იყვნენ. გოგონების ბოლო სამყოფელი იყო კალცის წყალი, როგორც გვითხრა გვანცამ, გუშინ, სერინობდნენ, დღის 4 ის 20 წუთზე. იმის შემდეგ არაფერი გაგვიგია.
წყაროებიდან, როგორც ვიცით, კალცის წყლის ქვემოთ არსებული ორი ხიდი აღარ არის და მეწყერმა წალეკა.
ვინმე თუ რაიმეს გაიგებთ ან ნახავთ ამ ტერიტორიას, გთხოვთ შეგვატყობინოთ.
ტელეფონზე კავშირი ამ წუთამდე არის, მაგრამ არ გვპასუხობს გვანცა და ვცდილობთ აიქლაუდით მოძებნას.
არის ასევე ვარაუდი, რომ მანქანა დატოვეს და გადაიყვანეს, ან ტყეს შეაფარეს თავი.
თუ ამ ინფორმაციას მიაწოდებთ იქ მყოფებს, რამენაირად, მოხარული ვიქნები. ჩვენც ყველაფერს ვცდილობთ, მთელი ღამეა. გზაში ვართ. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. დავტოვებ, მანქანის მონაცემს მაინც“,- წერს ახლობელი.