სტიქიის ზონაში 48 წლის პოლიციელი, მირიან ჭელიძე გარდაიცვალა

სტიქიის ზონაში 48 წლის პოლიციელი, მირიან ჭელიძე გარდაიცვალაპოლიციელი, რომელიც შოვიდან ახალი ჩამოსული იყო, გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.  გარდაცვლილი 48 წლის მირიან ჭელიძეა.

„ადგილობრივის თქმით, შოვიდან ჩამოსული პოლიციელი დაიღუპა ნაკიეთში… როგორც ამბობენ, გულმა ვეღარ გაუძლო ამხელა სტრესს…ნათელში იყავი გმირო“,- წერენ სოციალურ ქსელში.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო. პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.