სტიქიის ზონაში დაკარგული გიორგი ყარალაშვილის ცხედარი ამოიცნეს. ინფორმაციები ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. მათ შორის, ინფორმაციას ავრცელებს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომლის კურსდამთავრებულიც იყო გიორგი.
ჯერჯერობით არ უპოვიათ გიორგის და, სოფო ყარალაშვილი.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი წარჩინებული კურსდამთავრებულის, გიორგი ყარალაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ლექტორებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად, უსამძიმრებს მის ოჯახს, თანაკურსელებსა და მეგობრებს.
ასევე, ვუსამძიმრებთ შოვის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს.” წერს თსუ
ინფორმაციას ავრცელებს ოჯახის ახლობელიც:
“დავითზე ხომ იცით
ჩემს გარეშეც,
გიოზეც გეცოდინებათ.
სოფი სამწუხაროდ ჯერ არ გვიპოვია და ორჯერ უფრო დიდი ტკივილია, გთხოვთ ნუ წერთ რომ ვიპოვეთ.
ფბ-ზე ვერ შემოვდივარ,
დილას შემოვედი და ისე ცუდად გავხდი,
მივხვდი,
რომ ახლა ჩვენ არ ვართ მისახედები
და დროებით სოციალურ ქსელს უნდა შევეშვა.
ერთადერთი რასაც ვიტყვი,
ია და ბელა არიან გმირები,
ჩვენ რომ ნაწილ-ნაწილ ვიშლებოდით ემოციურად,
ისინი გვამხნევებდნენ,
ასე, სათითაოდ გვკრეფდნენ,
გვაწებებდნენ და ადამიანობას გვიბრუნებდნენ.
__
დავითის დაკრძალვა არის ზეგ.” წერს ქეთი მოლაშვილი
შოვში და-ძმა ყარალაშვილები მეგობართან, დავით ბერიაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ, რომლის გარდაცვალებაც ასევე დღეს, დილით დადასტურდა.
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სამდღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 18 ცხედარია ნაპოვნი, მათ შორის ბავშვები.
წყარო: მთავარი არხი