რუსი მოქალაქეები საქართველოში ქორწილის გადასახდელად ჩამოდიან. თუმცა ქართული სტუმართმოყვარეობით დიდად კმაყოფილებას არ გამოთქვამენ.
რუსი მომღერალი რიტა დაკოტა სოციალურ ქსელში წერს, როგორ გაუფუჭეს ქორწილი საქართველოში ნასვამმა ადამიანებმა.
მისი თქმით, ოჯახური დღესასწაული საქართველოს მოსახლეობამ ჩაშალა. დაკოტას წერს, რომ მან ვერ შეძლო ახლობლებთან დროის გატარება ადგილობრივი მოსახლეობის “სტუმართმოყვარეობის“ გამო.
„ფოტოზეა ჩემი და ფედიას სახეები, როდესაც მეათე ქართულ სადღეგრძელოს ვუსმენთ. საქორწინო სუფრაზე მოვიდნენ მთვრალი ქართველები, რომლებიც არ ასრულებდნენ თავიანთ გამოსვლებს. გავბრაზდი, ვცდილობდი არ შემემჩნია მათი „დამეგობრების“ მცდელობა, როდესაც დავინახე, რომ ოჯახის სხვა წევრები კმაყოფილი იყვნენ ასეთი კომუნიკაციით. ასევე გავბრაზდი საკუთარ თავზე, რომ რაც არ უნდა ვისწავლო, მაინც არ ვიცი როგორ ავაშენო პირადი საზღვრები, “ – აღიარა შემსრულებელმა.
„შემეძლო ავმდგარიყავი და მეთქვა, რომ თავს ასე არაკომფორტულად ვგრძნობდი და მეთხოვა უცნობებისთვის, წასულიყვნენ. მაგრამ ჩემს ოჯახს რომ ვუყურებდი, მათ სახეებზე ვკითხულობდი, რომ ყველაფერი ნორმალურად იყო. ვიღაც ამ ხალხს ესაუბრებოდა, ეწეოდნენ, ხუმრობდნენ, საუბრობდნენ. ქართული სტუმართმოყვარეობა, გიტარით სიმღერა და ა.შ.. მე კი არაფერი მითქვამს, გავჩუმდი, ბოლოს და ბოლოს, დღესასწაული არა მარტო ჩემთვის, პირველ რიგში ჩემი ოჯახისთვის გავაკეთე. ახლა არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა…“ – წერს სოციალურ ქსელში.
როგორც აღმოჩნდა, ყაზბეგში გადახდილი ქორწილისას, სუფრასთან ნასვამი ქართველები მივიდნენ და ფაქტობრივად, ქორწილი „მოპარეს…“ ამით კმაყოფილი კი მხოლოდ დაუპატიჟებელი სტუმრები და რუსი მექორწილეები დარჩნენ. თავად პატარძალმა ძალიან მოიწყინა ქართული სადღეგრძელოებით.