დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს:
) ჯერ კიდევ 2014 წელს დამიდია ეს ფოტო, სადაც ნათლად სჩანს ბიჭვინთის საკათალიკოსო ტაძრის მდგომარეობა, მერე ყოველწელს ვამატებდი ფოტომასალას ამ ალბომში. რატომღაც ხალხს აღქმის და გაგება-გააზრების უნარი დაქვეითებული აქვს.
1970–იანი წლებიდან ბიჭვინთის უწმინდესი ქართული საკათალიკოსო ტაძარი (აგებული მე-10 საუკუნეში) საკონცერტო დარბაზად გამოიყენება. ფოტოები მოძიებულია ინტერნეტში.“
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიჭვინთაში X-XI საუკუნეების ქართული ტაძარი რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს და იქ ამჟამად საკონცერტო დარბაზია მოწყობილი.