ნათია ნადირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„40 დღე გავიდა შოვის ტრაგედიიდან… ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.. შეუძლებელია ემოციებისა და ცრემლების შეკავება, როცა პირდაპირ ხედავ სტიქიის ბობოქარ შედეგს, შეუძლებელია ადამიანმა აქ ყოფნის გარეშე აღიქვა ტრაგედიის მასშტაბი, მაშველების და ექიმების განადგურებული სახეები და უსუსური თვალები, ძალაუნებურად სისხლი გაგეყინება ძარღვებში“