მთელი საქართველო შეძრა 3 აგვისტოს, რაჭაში, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წამოსულმა სასტიკმა და ძლიერმა მეწყერმა, რომელმაც დააზიანა სასტუმრო „სანსეტ შოვი“ და ფაქტობრივად, შოვის ტერიტორია ტალახის უზარმაზარმა მასამ მოიცვა.
უამრავი ადამიანი, რომელიც ამ დროს კურორტზე, სხვადასხვა კოტეჯსა თუ სასტუმროში იმყოფებოდა, აღმოჩნდა იმ ტალახის და ღვარცოფის მასაში, რომელმაც წალეკა თვით კურორტთან დამაკავშირებელი ხიდი.
ყვლაზე დიდი ტრაგედია ის იყო, რომ დაღუპულთა და დაკარგულთა შორის ბავშვები და ქალები იყვნენ.
ერთთვიანი შეუსვენებელი სამაშველო სამუშაოების დროს, სადაც მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის დიდი ნაწილი, მძიმე ტექნიკა, ასევე სამხედრო ძალა, ერთ-ერთი ორგნიზაცია, რომელმაც შოვში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა, კომპანია „NEW ROAD“-ია. ამ კომპანიის ათეულობით ტაქტორი ახორციელებდა სამაშველო სამუშაოებს.
ჩოხატაურელი ახალგაზრდა ოპერატორი ტრაქტორისტი, ორი შვილის მამა, რამაზ ბაიაჯანი შოვში მიმდინარე სამაშველო ოპერაციების აქტიური მონაწილე, ახლახან დაბრუნდა მშობლიურ რაიონში. ხოლო მეორე დილითვე, გომისმთაზე, საგზაო მშენებლობაზე გამოცხადდა, დამსაქმებელ კომპანიაში და მუშაობას შეუდგა.
„საოცარი ბიჭია. ნამდვილი ვაჟკაცი. შეუძლებელი შეძლო, მრავალი დაღუპული იპოვა იქ მან და მთელმა გუნდმა. არსებული მდგომარეობის შემყურე, ვის ფსიქოლოგი დასჭირდა, ვის კიდევ გულმა უმტყუნა და კვლავ ტრაგედიის მოწმე გავხდით…ეს კაცი კი ჩამოვიდა თუ არა, აქეთ შემოგვეშველა“, – ამბობენ კომპანიაში.
„შოვში სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად, სტიქიიდან მეორე დღესვე, 4 აგვისტოს ჩავედით და 26 დღე -ღამე ვმონაწილეობდი სამაშველო სამუშაოებში. რა უნდამოვყვე? ეჰ, აქედან დნახული მხოლოდ კინოა, ალბათ…ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და მთელი სამყარო მსგავსი უბედურებისგან…“ – სევდიანად ამბობს ის.
რამაზ ბაიაჯანი ამბობს, რომ 31დაღუპული ადამიანიდან 21 გარდაცვლილი იპოვეს.
„ჩვენ ექსკავატორებით ვმუშაობდით. 7-8 მეტრი სიმაღლის იყო ეს ტალახიანი მასა. ერთხელ გავიჭედე და მოვახერხე ექსკავტორის ამოყვანა. ყველამ ერთად შევძელით ის, რომ 21 დაღუპული ამოვიყვანეთ…ექსკავატორის კოვშით , ნაბიჯ -ნაბიჯ ვიღებდით ამ საშინელ მასას, მერე ჰაერში ვცლიდით. იქვე სამხედრო და სამაშველო ძალების ბიჭები იდგნენ და წამებს არ კარგავდნენ, ისე აკვირდებოდნენ ყველაფერს. ერთი მტკაველი არ დარჩენილა იმ ხეობებში გადაუმოწმებელი. მერე მეორედაც ჩამოვყევით მდინარე ჭანჭახოს და რიონის ხეობას. ისე კი მე ეპიცენტრში ვიყავი“, – გვეუბნება რამაზ ბაიაჯანი.
მან არაერთგზის აღნიშნა, რომ დაღუპულთა მოძებნა და პოვნა შეძლეს არნახული ერთობით, მაქსიმალური მობილიზებით.
„ადგილზე თუ არ ნახე, ვერ მიხვდები, რა ტრაგედია მოხდა…ღმერთმა ნუ ანახვოს ვინმეს…პირველ რიგში დროებითი ხიდი მოეწყო. 150 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობდა მდინარე ბუბისწყალის, ჭანჭახის და შემდეგ რიონის ხეობებში, აქედან 35-მდე ტრაქტორი და ექსკავატორი ჩვენს კომპანიის იყო. 3-4-ჯერ მოგვიწია ხეობაში მეწყერით ჩამოტანილი მიწის მასის ამოღება და გაცხრილვა. კოვშით რომ ამოვიღებდი, იქვე მაშველები იყვნენ და ასგზის აკვირდებოდნენ, ხომ არ იყო მიწის მასაში ადამიანის ფრაგმენტი. სათანანდოდ გაწვრთნილი ძაღლებიც გვეხმარებოდნენ“, – კვლავ გვიამბობს ის…
ასევე სიამაყით აღნიშნა, რომ იქ ყოფნისას მაშველებმა სასიამოვნო ინფორმაცია გააცნეს.
„მე არ ვიცი დაზუსტებით, თუმცა ერთ დრეს მაშველებმა მოიტანეს ამბავი, უცხოეთიდან შეფასების შესახებ, რომ ეს არის ასპროცენტიანი შედეგი ძებნისა. მსგავსი რამ ნაკლებად ან თითქმის არასდროს ხდებაო.. .გულს ეამა იმხელა უბედურების შემდეგ, იმ ტკივილით სავსე დღეებში, იქ ყოფნისას“, – გვითხრა ჩვენმა რესპოდენტმა და როცა კითხვა დვუსვით, ესაჭიროებოდა თუ არა, ასეთი ამბების შემდეგ, ცოტათი მინც, დასვენება და რეაბილიტაცია, თავი გაიქნია.
„არანაკლები სამუშაო მქვს გომისმთაზე. უდიდესი მნიშვნელობის გზა შენდება და სამაგალითო უნდა იყოსო“…
ჯანმრთელობას, სიხარულს და ბევრ წარმატებებს ვუსურვებთ მამაც, თავმდაბლობით გამორჩეულ ადამიანს ჩოხატაურიდან, რამაზ ბაიაჯანს და მის გუნდს. მათ შეუძლებელი შეძლეს უდიდესი გასაჭირის ჟამს და ყველა გაახარეს.
წყარო: გურია ნიუსი