მკვლელობა კახეთში – 89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. ბექა ჯანიაშვილი, რომელიც მეხანძრე-მაშველად მუშაობდა, ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა.
„სროლის ხმაზე გამოვედი, შვილო, ბექა ხომ არ გესროლა-მეთქი, გავიქეცი და უკვე პულსი არ ესინჯებოდა. მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა. რა მეშველება, მეორე შვილი დავკარგე,- ამბობს მოკლულის მამა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სიტყვიერი შელაპარაკება. მათივე თქმით, პრობლემა მეზობლებს შორის ბოლო რამდენიმე თვეა გამწვავდა. სავარაუდო დამნაშავე, ხანდაზმული მამაკაცი, დაკავებულია. მიმდინარეობს ძიება.