„მთავარი არხის” ინფორმაციით, მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა 21 სექტემბერს, სოფლის სასაფლაოზე, ღამის საათებში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დანით დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა შელაპარაკება. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.