უსთავის შემოგარენში ღორმა და მელამ ორი ადამიანი დაკბინა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი ჯანგულაშვილის განცხადებით, პაციენტებს შესაბამისი ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ. მისივე თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.