ბოლნისში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა

ბოლნისში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინაბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც არასრულწლოვანმა იმშობიარა.

14 წლის გოგოს მშობიარობის შესახებ ინფორმაცია აქტივისტმა თოზუ გულმამედლიმ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

„ადგილობრივების თქმით ბოლნისის რაიონი სოფელ ნახიდურში, ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი, მე-8 კლასის მოსწავლემ იმშობიარა.
საქმეს იძიებს შსს.
აშკარად ჩანს რომ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებლი ბავშვების დასაცავათ“. – წერს გულმამედლი ფეისბუქზე

არასრულწლოვნის მშობიარობის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ დაუდასტურა „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ თავმჯდომარე სამირა ისმაილოვამაც.

„შემთხვევა ახლახან მოხდა და მე რამდენადაც ვიცი გუშინ საღამოს შეატყობინეს სამართალდამცავ უწყებებს. დღეს დაიწყო გამოძიება და დაკითხვები, მათ შორის სკოლის პერსონალის და ა.შ.
ჩვენი ინფორმაციით, ეს გოგო გაიტაცეს და მოტაცებით შექმნილ ეგრედწოდებულ ოჯახში ცხოვრობდა და ახლა, როდესაც ფაქტი დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა იმშობიარა აქედან გახმაურდა ეს საკითხი“. – განაცხადა სამირა ისმაილოვამ

რადიო „მარნეული“ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ელოდება.

რადიო „მარნეული“