დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ხელი მოაწერა შეთანხმებას GB News-სთან, სადაც მას საკუთარი გადაცემა ექნება. ის იმუშავებს როგორც წამყვანი, გადაცემის შემქმნელი და კომენტატორი.
მაუწყებელმა განაცხადა, რომ ის მომავალ წელს დიდ როლს შეასრულებს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის არჩევნების გაშუქებაში და უმასპინძლებს სერიებს, რომელიც აჩვენებს ბრიტანეთის ძალაუფლებას მთელ მსოფლიოში.
ჯონსონი ასევე წერს სვეტს Daily Mail-ისთვის.
“მე ვაპირებ ამ ახალ სატელევიზიო არხს გავაცნო ჩემი შეულამაზებელი შეხედულებები ყველაფერზე რუსეთიდან, ჩინეთი, ომი უკრაინაში, როგორ ვხვდებით ყველა ამ გამოწვევას. მე ვისაუბრებ გლობალური ბრიტანეთის უზარმაზარ შესაძლებლობებზე – ისევე როგორც გამოწვევებზე – და იმაზე, თუ რატომ არის ჩვენი საუკეთესო დღეები წინ”, – დაწერა ბორის ჯონსონმა.ჯონსონი პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა 2022 წელს.