„ერთი კვირაა სარფის საბაჟოსთან დგას, წვიმაში, ქარში, არც საკვები აქვს, არც ფული…“ –  უკრაინის მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ

„ერთი კვირაა სარფის საბაჟოსთან დგას, წვიმაში, ქარში, არც საკვები აქვს, არც ფული...“ -  უკრაინის მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენუკრაინის მოქალაქეს, ოლექსანდრ იურევიჩს სარფის საბაჟოზე შემოსვლის უფლება არ მისცეს. როგორც გამოცემა „ბათუმელებს” იურევიჩის მეგობამა განუცხადა, ისინი 7 ოქტომბერს თურქეთში საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად გადავიდნენ, თუმცა იმავე დღეს, როცა უკან ბრუნდებოდნენ, იურევიჩს საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება აღარ მისცეს.

„ჩემი საქმრო ერთი კვირაა სარფის საბაჟოსთან დგას და არ უშვებენ. წვიმაში, ქარში გარეთ უწევს ყოფნა. არაფერი აქვს – არც საკვები, არც ფული. მშიერ-მწყურვალია დარჩენილი და ვცდილობ როგორ დავეხმარო. ძლიერი წვიმების დროს, საზღვარზე ახლოს მეჩეთს შეაფარა თავი და ღამითაც, მეჩეთის კარებთან სძინავს.ოთხჯერ სცადა შემოსვლა, მაგრამ ყველა ჯერზე უარი უთხრეს. კონკრეტული მიზეზი არ უთქვამთ, თუ რატომ არ უშვებენ საზღვარზე, თუმცა ფურცელი, რომელიც საბაჟოზე მოგვცეს, მონიშნულია მუხლი, სადაც წერია, რომ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. თუმცა, კონკრეტულად რას, არ გვეუბნებიან.

როცა პირველად შემოვიდა ქვეყანაში, ლტოლვილის სტატუსი მაშინ უნდა მოგეთხოვათო, გვითხრეს. მას ჰყავს დედა და და, რომლებიც პოლონეთში იმყოფებიან. ოლექსანდრს კი საქართველოში აქვს გადაწყვეტილი ცხოვრება, მუშაობდა კიდეც, ქართულსაც სწავლობს და სერტიფიკატიც კი აიღო ელექტრო-შემდუღებლის..ვაპირებთ დაქორწინებასაც, თუმცა ახლა ასეთი პრობლემები შეგვიქმნა სახელმწიფომ” –  ამბობს ლიკა დიასამიძე.

მისი თქმით,  ოლექსანდრ იურევიჩი საქართველოში ოთხი თვის წინ, პოლონეთიდან შემოვიდა და ამ ხნის მანძილზე აქ იმყოფებოდა. ითხოვს თავშესაფარს საქართველოში და სთხოვს ქართულ სახელმწიფოს მისცეს საზღვრის კვეთის შესაძლებლობა.