გორის მუნიციპალიტეტში, 39 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მას მამამ, ნაჯახით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს. დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.