ფრიდონ ინჯიას ოჯახის კომპანია კრწანისში 28-სართულიან კომპლექსს აშენებს

ფრიდონ ინჯიას ოჯახის კომპანია კრწანისში 28-სართულიან კომპლექსს აშენებს„ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ოჯახის კომპანია შპს “სისტემ ნეტ” კრწანისში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. გამოცემა „ნეტგაზეთი” თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ კომპლექსი 28 სართულისგან შედგება, მისი სიმაღლე 98.3 მეტრი, საერთო ფართობი კი 17.313 მ² იქნება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, მრავალფუნქციური კომპლექსი სასტუმროს, საცხოვრებელი და მათი დამხმარე ობიექტებისგან შედგება. მათ შორისაა საზოგადოებრივი კვებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები.

კომპანია შპს „სისტემ ნეტ”-ის დირექტორი ფრიდონ ინჯიას შვილი, ილია ინჯიაა. ის კომპანიის, დაახლოებით, 25%-იანი წილის მფლობელია. კომპანიაში საკუთარი წილი აქვს თავად დეპუტატსაც – ფრიდონ ინჯიას 15%-იანი წილის მმართველი მისი ცოლი, ლალი რუხაიაა. რუხაია, თავის მხრივ, ფლობს კომპანიის დაახლოებით 6%-იან წილს. კომპანიის დანარჩენი ნაწილი 8 პარტნიორზეა გადანაწილებული.

წყარო: მთავარი არხი